ახალი ამბები
ცხინვალში ორ ბიზნესმენს ქართული წარმოების ღვინის კონტრაბანდის გამო ედავებიან
დე-ფაქტო სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის ეკონომიკური დანაშაულის წინააღმდეგ მებრძოლი განყოფილების თანამშრომლებმა 80 ბოთლი ღვინო ამოიღეს. ოსური მედიის ცნობით, 80-ვე ბოთლი ქართული წარმოების ღვინოს შეიცავს.

,,რეიდის დროს ალკოჰოლის არალეგალური გაყიდვის ფაქტი ეკონომიკური უსაფრთხოების და ანტიკორუფციული დეპარტამენტის თანამშრომლებმა გამოავლინეს. სხვადასხვა სახის ალკოჰოლური პროდუქტი ე.წ. ტეკის ბაზრობასთან ამოიღეს" - აღნიშნულია განცხადებაში.

ორი ბიზნესმენის წინააღმდეგ ადმინისტრაციული წარმოება დაიწყო საქონლის უკანონო გაყიდვის (ან სხვა რამე) ფაქტზე.

"სამართალდამრღვევებთან დაკავშირებით მასალები ცხინვალის რაიონულ სასამართლოში გადაეგზავნება." - აცხადებენ დე-ფაქტო სამხრეთ ოსეთის ანტიკორუფციულ დეპარტამენტში. მათი მტკიცებით, ღვინოები საქართველოს ხელისუფლების დაქვემდებარებული ტერიტორიიდან შეიტანეს.
Print

სტატიის გამოყენების პირობები