ახალი ამბები
გორში მოწყალების სათხოვრად გამოსულ 21-წლის ბიჭს პოლიციამ დგომა აუკრძალა
მოწყალების სათხოვნელად გამოსულ 21-წლის ბიჭს პოლიციამ ქუჩაში ჯდომა აუკრძალა. შემთხვევა ცოტა ხნის წინ, კომბინატის ხიდთან მოხდა. 

როგორც ირკვევა, ბიჭი სოციალურად დაუცველია და ჰყავს ცოლი და მცირეწლოვანი შვილი. სანაცვლოდ, პოლიციელმა 50 ლარი აჩუქა, 20 ლარი კი, მოქალაქემ.

,,პოლიცია ეუბნებოდა, რომ ნუ დგახარ აქო, მაგრამ ეს ბიჭი არ მიდის" - გვითხრე ერთ-ერთმა მოქალაქემ, რომელიც სიტუაციას შეესწრო.

მამაკაცი გორის ერთ-ერთ უბანში ცხოვრობს და ქირის ფულს 80 ლარს იხდის. ის აფხაზეთიდან დევნილია.
Print

სტატიის გამოყენების პირობები