ახალი ამბები
,,მდიდარი და ცნობილი რაკი არაა ჩემი ძმა, მთავრობამ უნდა მიატოვოს?"- გენადი ბესტაევის და
“მდიდარი და ცნობილი რახანც არ არის ჩემი ძმა, არ ნიშნავს იმას, რომ ასე მიტოცებული ჰყავდეს მთავრობას." - აცხადებს გენადი ბესტაევის და, ნაირა ბესტაევი. გენადი ბესტაევს ცხინვალში, ე.წ. სასამართლომ 2-წლიანი პატიმრობა, ,,საზღვრის უკანონო გადაკვეთის" ბრალდებით მიუსაჯა.

ნაირა ბესტაევი ამბობს, რომ რუსეთის სამხედრო ძალების წარმომადგენლებმა, სოფელ გუგუტიანთკარში, გენადი საკუთარი სახლიდან გაიყვანეს.

,,ყურადღებას არავინ აქცევს, ისიც კი თქვენგან გავიგე, ამხელა სასჯელი რომ შეუფარდეს არაფრისთვის. საკუთარი სახლიდან წაიყვანეს, ზედ “საზღვართანაა” სახლი და რა ქნას?! დაგვეხმაროს ვინმე”,-აცხადებს ნაირა ბესტაევი.

ბესტაევი 2019 წლის ნოემბერში დააკავეს და ,,საზღვრის გადაკვეთის" გარდა, ნარკოტიკების, კერძოდ კი, მარიხუანას გადატანის ბრალდება წაუყენეს.

იხ. უფრო ვრცლად

ზარდიანთკარელ გენადი ბესტაევს ცხინვალში 2-წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს

Print

სტატიის გამოყენების პირობები