ზემო ნიქოზში შიდა გზებს რეაბილიტაცია ჩაუტარდება
სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში სოფელ ზემო ნიქოზში შიდა გზებს რეაბილიტაცია ჩაუტარდება.

გორის მერიის პრე-სამსახურის ცნობით, პროექტი, რომელსაც 16 000 ლარი მოხმარდება, ადგილობრივებმა დღეს გამართულ კონსულტაციაზე ხმათა უმრავლესობით შეარჩიეს. შეხვედრას მოსახლეობა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

გორის მუნიციპალიტეტის სოფლებში „სოფლის მხარდაჭერის პროგრამა 2020“ - ის ფარგლებში პროექტების შერჩევა ზემო ნიქოზიდან დაიწყო. გარდა ზემო ნიქოზისა, დღეს შეხვედრები კიდევ 4 სოფელში ტარდება. შეხვედრები იანვარსა და თებერვალში მუნიციპალიტეტის ყველა სოფელში ეტაპობრივად გაიმართება.

„სოფლის მხარდაჭერის პროგრამა“ საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან ფინანსდება. მუნიციპალიტეტების სოფლებში 10 - დან 20 ათას ლარამდე ღირებულების მცირე ინფრასტრუქტურული პროექტები დაფინანსდება. პროგრამის ფარგლებში გორის მუნიციპალიტეტისთვის მიმდინარე წელს 1 596 000 ლარია გამოყოფილი.

Print

სტატიის გამოყენების პირობები