გელა ფილაურმა და ანგელინა დამენიამ საფრანგეთში ჯილდო მიიღეს - თებერვალში გორში ელოდებიან
12:22 / 22.01.2020
საფრანგეთში, ქალაქ ლიონში, საერთაშორისო კონკურსზე, რომლის
სახელწოდებაა ,,Circle Foundation
for the Arts", ანგელინა დამენისა და გელა
ფილაურს ჯილდოები გადაეცათ. 668 კონკურსანტს შორის, მათმა
ნამუშევრებმა უმაღლესი შეფასება დაიმსახურა.
გელა ფილაური წარმოშობით გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვახვრელიდანაა.
ლიონში მიღებული წარმატების შემდეგ, მათი ნამუშევრების ნახვა გორშიც
გახდება შესაძლებელი.
კერძოდ, 12-21 თებერვალს, ანა ფერაძის სახელობის სამხატვრო სკოლის
ფოიეში მათი ერთობლივი, პერსონალური გამოფენა გაიმართება.
,,დიაპაზონი - კლასიკიდან მოდერნამდე" - ასე ქვია გამოფენას, რომლის
ჩატარების თარიღი სამხატვრო სკოლის ადმინისტრაციამ უკვე
გამოაცხადა.
გასულ წელს, 2019 წლის ოქტომბერში, ანგელინასა და გელას ნახატები
ვატიკანში, ,,საიდუმლო სერობის" 500-წლიან იუბილეზე გამოფინეს.
,,ნეტგაზეთი" წერდა, რომ ისინი პირველი მხატვრები არიან
საქართველოდან, რომლის ნამუშევრები ვატიკანში გამოფინეს.
გელა ფილაური მეუღლესთან, ანჟელინა დამენიასთან ერთად, გამოფენებს
თითქმის ყოველწლიურად აწყობს. 2019 წლის იანვარში მათ მონაწილეობას
მიიღებს საერთაშორისო გამოფენა-კონკურსზე, სახელწოდებით ,,ხელოვნების
კვირეული ისრაელში". მხატვრებისთვის საკმაოდ ნაყოფიერი აღმოჩნდა 2018
წელი. მათი ნამუშევრები მედია არტ ბიენალეზე გამოფინეს, 2018 წლის 5-6
მარტს კი ,,არტ პროექტი ნიუ-იორკ"-ის მონაწილეები იყვნენ. 9 ივლისიდან
13 ივლისამდე კი რომში სანტა კროჩეს სასახლემ უმასპინძლა. 25 ივლისს
აშშ-ში არიზონას შტატში გამოფენა-კონკურსში ,,ლურჯი აბსტრაქცია"
მიიღეს მონაწილეობა.
იხ. ვიდეო საშობაო გამოფენიდან (2018 წლის დეკემბერი, გორი)
სტატიის გამოყენების პირობები