ახალი ამბები
გორის ტექდათვალიერების ცენტრში პოლიცია მუშაობს
გორში ტექდათვალიერების ცენტრში პოლიცია მუშაობს. ამ წუთებში შემთხვევის ადგილზე კრიმინალისტიკური სამსახურის თანამშრომლები მუშაობენ. 

კომპანიის წარმომადგენელი აცხადებს, რომ ცენტრიდან არაფერი მოუპარავთ, თუმცა გამოძიება ქურდობის მუხლით მიმდინარეობს.

ტექდათვალიერების ცენტრი, გორში, სუხიშვილის ქუჩაზე, მომსახურების სააგენტოს მიმდებარე ტერიტორიაზე მდებარეობს.

შს სამინისტროს პრეს-სამსახური კომენტარს არ აკეთებს.
Print

სტატიის გამოყენების პირობები