ახალი ამბები
ესპანეთიდან კასპში აგურის ქარხანა ჩამოაქვთ
კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ მეტეხში ევროპული სტანდარტებისა და მაღალი ტექნოლოგიების კერამიკული პროდუქციის საწარმოს მშენებლობა მიმდინარეობს.

პროექტი  „საპარტნიორო ფონდის“, ესპანური კომპანია „კერამიკა ელ ტორენტესა“ და ამავე სახელწოდების ქართული კომპანია „კერამიკა ელ ტორენტეს“ მონაწილეობით ხორციელდება. პროექტში ჩართულები არიან სახელმწიფო პროგრამა „აწარმოე საქართველოში“ და „ბანკი ქართუ“.

,,მშენებლობისას კასპის მუნიციპალიტეტში არსებული სააგურე თიხის კარიერები გამოიყენება. თანამედროვე ტექნოლოგიებით დამზადებული აგური გაუმჯობესებული თბოიზოლაციით, ნესტგამძლეობით, ხმის იზოლაციითა და შემცირებული წონით გამოირჩევა. პროექტის ჯამური ღირებულება 3 მლნ აშშ დოლარია. შენობისა და ინფრასტრუქტურის მშენებლობის მთლიანად დასრულება აპრილში იგეგმება. ამჟამად მიმდინარეობს ესპანეთში მდებარე ქარხნის დემონტაჟი და იგეგმება მისი ტრანსპორტირება საქართველოში. ქარხანა პირველ სამშენებელო და მოსაპირკეთებელ მასალას შემოდგომაზე შესთავაზებს. საწარმოში 50-მდე ადგილობრივი დასაქმდება." - აღნიშნულია შიდა ქართლის სამხარეო ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
Print

სტატიის გამოყენების პირობები