ბურგერ-ბარი ,,მთავრობა" გორში
გორში ბურგერ-ბარი ,,მთავრობა" გაიხსნა.

ამ ბარში ყველას თავისი ინდივიდუალური სახელი აქვს: მაგალითად, ბარის მენეჯერი მთავრობის თავმჯდომარე, მიმტანებს - საკრებულოს წევრები ქვიათ, რადგან ისინი ხალხს ანუ კლიენტებს ემსახურებიან.

ყველაზე დაფასებული ხალხი მზარეულები არიან. ისინი ,,მთავრობისთვის" არიან ,,თავდაცვის მინისტრები."

საინტერესოა ისიც, რომ სხვადასხვა სახეობის ბურგერს თავისი სახელწოდება აქვს. მაგალითად, ამ ბარში შეგიძლიათ შეუკვეთოთ - ,,ბურგერ-მერია" ან ,,ბურგერ-საკრებულო" და ა.შ. სენდვიჩები კი რეგიონების სახელებით გამოირჩევა.

იხ.  ვიდეო, ავტორი თათია გოლოშვილი



Print

სტატიის გამოყენების პირობები