ახალგორის გზა 10 დღით გაიხსნა
დღეს, ახალგორის გზა გაიხსნა, თუმცა დროებით. რაიონიდან საქართველოს ხელისუფლების დაქვემდებარებულ ტერიტორიაზე რამდენიმე ადამიანი ტრანსპორტით უკვე გამოვიდა.

ძირითადად, ეს ის ადამიანები არიან, რომლებსაც ჯანმრთელობის პრობლემები აქვს, განსაკუთრებით პენსიონერებს.  მათ 10 დღის შემდეგ შეუძლიათ უკან დაბრუნება.

გამყოფ ხაზთან, ახალგორის რაიონის სოფელ რაზდახანთან ერთადერთი საგუშაგოა, რომლითაც ადგილობრივ მცხოვრებლებს, განსაკუთრებით, ეთნიკურ ქართველებს თბილისთან მიმოსვლის საშუალება აქვთ. ეს საგუშაგო, 2019 წლის 30 აგვისტოს შემდეგ, ჩაიკეტა. დე-ფაქტო სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის უშიშროების კომიტეტის განცხადებით, საგუშაგოს დაკეტვა უკავშირდება ჩორჩანაში ქართული პოლიციის ბლოკპოსტის მოწყობას. ცხინვალში აცხადებენ, რომ ბლოკპოსტი ოსურ სოფელ წნელისთან (უისტა) უკანონოდ ააშენეს, რადგან ეს ტერიტორია ზნაურის რაიონს ეკუთვნის.

თბილისის ჩორჩანა-წნელისს შორის მოწყობილ ბლოკპოსტის აღებას არ აპირებს. სანაცვლოდ, დე-ფაქტო რესპუბლიკის წარმომადგენლებმა, რუსი სამხედროების დახმრებით, ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ ყობის მიმართულებით მდებარე მთის მწვერვალი დაიკავეს.

იხ. ამავე თემაზე:

ახალგორიდან მხოლოდ საქართველოს პასპორტის მქონე პენსიონერები გამოუშვეს" - ნუგზარ თინიკაშვილი



Print

სტატიის გამოყენების პირობები