ახალი ამბები
სოფელ ქერეს მოსახლეობა აქციას მართავს
გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფელ ქერეში მოსახლეობა აქციას მართავს. ისინი სოფლის შესასვლელში, პოლიციის საგუშაგოს წინ შეიკრიბნენ.

მოსახლეობის განმარტებით, იმის გამო, რომ სოფელში ჟურნალისტებს არ უშვებენ, გადაწყვიტეს ამ ფორმით გადაწყვიტეს აქციის გამართვა:

,,სოფელში არ გვაქვს გზა, წყალი, არ არის საბავშვო ბაღი, ელემენტარული პირობები. არ მოგვანიჭეს მთის სტატუსი. მიტოვებულები ვართ მთავრობის მიერ" - აცხადებენ ადგილობრივები.

ქერეს მოსახლეობასთან შესახვედრად ადგილობრივი ხელისუფლებიდან ჯერ არავინ გამოჩენილა.
Print

სტატიის გამოყენების პირობები