ახალი ამბები
საქართველოს უნივერსიტეტის გორის ოფისში ბიბლიოთეკა გაიხსნა [R]
საქართველოს უნივერსიტეტის გორის რეგიონალურ ოფისში ბიბლიოთეკა გაიხსნა. უნივერსიტეტის პროფესორ-მასწავლებლებმა და სტუდენტებმა ბიბლიოთეკის გახსნა საზეიმოდ აღნიშნეს.

ისტორიის დეპარტამენტის უფროსი, ცირა ჩიკვაიძე აღნიშნავს, რომ უმაღლეს სასწავლებლებს შორის, საქართველოს უნივერსიტეტი ერთ-ერთია, რომელიც რეგიონებში სოციალურ პროექტებს ახორციელებს. სწორედ, სოციალური პროექტის ნაწილია ის ბიბლიოთეკა, რომელიც რეგიონალურ ოფისში გაიხსნა:

,,იცით, რომ ჩვენი უნივერსიტეტის რეგიონალური ოფისი გორში ორი წელია ფუნქციონირებს. ძალიან მნიშვნელოვანი აქტივობით გამოირჩევა ჩვენი უნივერსიტეტის რეგიონალური ოფისები. მინდა აღვნიშნო, რომ უნივერსიტეტს აქცენტი აქვს გაკეთებული სოციალურ პროექტებზე. თქვენ ნახავთ, რომ აქ არის ქართულენოვანი, ინგლისურენოვანი წიგნები, სხვათა შორის, არის მხატვრული ლიტერატურაც. ამ წიგნების გამოყენება შეუძლიათ როგორც სტუდენტებს, ასევე, რეგიონის ყველა მოსახლეს" - აღნიშნავს ცირა ჩიკვაიძე.

სამკითხველო სივრცეში პროფესიული წიგნები განთავსდა. გარდა დარგობრივი ლიტერატურისა, მსურველებს მხატვრული და საბავშვო ლიტერატურის წაკითხვაც შეუძლიათ. ასევეა, სახელმძღვანელოები, რომლებიც უფროსკლასელებს ეროვნული გამოცდების მომზადებაში დაეხმარება.

Print

სტატიის გამოყენების პირობები