ახალი ამბები
ცხინვალის რაიონის ერთ-ერთ სოფელში საფლავი გაქურდეს
ავტომანქანა, რომელიც ფერადი ლითონებით იყო დატვირთული, ცხინვალში გააჩერეს.

ოსური მედიის ცნობით, მანქანის საბარგულში მილიციის თანამშრომლებმა ფერადი ლითონები იპოვეს, რომელიც ცხინვალის რაიონის ერთ-ერთი სოფლის სასაფლაოს ეკუთვნის.

დე-ფაქტო სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის შს სამინისტროს პრეს-სპიკერი ალიკა ჯიოევი აცხადებს, რომ ქურდობაში მხილებული ორივე პიროვნება ცხინვალელია. ერთ-ერთი მათგანი 58-წლისაა, ხოლო მეორე ბრალდებული 28-წლის.
Print

სტატიის გამოყენების პირობები