ახალი ამბები
,,სუფთა რეგიონის" კონკურსში შიდა ქართლმა ვერც ერთ ნომინაციაში გაიმარჯვა
დღეს კონკურსის „სუფთა რეგიონი“ გამარჯვებულების დაჯილდოების ღონისძიება გაიმართა. აღნიშნულ კონკურის გამარჯვებულებს შორის, არც ერთ ნომინაციაში, შიდა ქართლი, მისი რომელიმე მუნიციპალიტეტი თუ დასახლება, ვერ მოხვდა.

2019 წელის „სუფთა რეგიონის“ კონკურსის ნომინაციებში გამარჯვებულები არიან:

„სუფთა რეგიონი“ - კახეთის რეგიონი
„სუფთა ქალაქი“ - ქ. ზუგდიდი
„სუფთა მუნიციპალიტეტი“ - ზუგდიდის მუნიციპალიტეტი
„სუფთა სოფელი“ - ორსანტია (ზუგდიდის მუნიციპალიტეტი)
„ლამაზი აივანი“ - ქ. მცხეთა ლილი კაპანაძე სახლის აივანი
„სუფთა ქუჩა“ - ქ. თბილისი, ს. ზაქარიაძის ქუჩა
„საწარმოს ლამაზი ეზო“ - ქ. თელავი, ღვინის კომპანია „შუმის“ ეზო
„ლამაზი ეზო" - ქ. გურჯაანი იზა გაბიტაშვილის ეზო.

დაჯილდოების ცერემონიალში მონაწილეობდნენ შვედეთის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოსა და სომხეთში ულრიკ ტიდესტრომი, განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს ხელმძღვანელი და მისიის ხელმძღვანელი მოადგილე ერიკ ილსი (შვედეთის საელჩო საქართველოში). პროექტის ფარგლებში შექმნილი კომისიისა და პროექტის „დავიცვათ საქართვლოს სისუფთავე“ განმახორციელებელი ორგანიზაციების წევრები.

აღნიშნული კონკურსი გასულ წელს გამოცხადდა და მისი მიზანი იყო ქვეყნის მასშტაბით გამოვლენილიყო ყველაზე „სუფთა რეგიონი“, „სუფთა მუნიციპალიტეტი“, „სუფთა ქალაქი/დაბი“, „სუფთა სოფლი/თემი“, „სუფთა ქუჩა“, „სუფთა საწარმოს ქუჩა“, „ლამაზი ეზო“ და „ლამაზი აივანი“.

მიმდინარე წელს, „სუფთა რეგიონის“ კონკურსი 4-ედ ჩატარდა 8 ნომინაციაში (2015 -3 ნომინაცია, 2017 -5 ნომინაცია, 2018 წელს-7 ნომინაცია).

კონკურსის მონაწილეებმა ორგანიზატორებს საკონკურსო პერიოდში წარმოუდგინეს ჩამოთვლილი ნომინაციების ამსახველი ფოტო/ვიდეო მასალები (საქართველოს მწვანეთა მოძრაობა/დედამიწის მეგობრები-საქართველო). კონკურსის ფარგლებში შექმნილმა სპეციალურმა კომისიამ (გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო, საზოგადოებრივი ორგანიზაციების წარმომადგენლები), შემოსული მასალების საფუძველზე გამოავლინა 2019 წლის ნომინაციების გამარჯვებულები.

კონკურსი ჩატარდა პროექტის „დავიცვათ საქართველოს სისუფთავე“ ფარგლებში, რომელსაც ახორციელებს არასამთავრობო ორგანიზაციები „დავიცვათ საქართველოს სისუფთავე“ (KGT), ადგილობრივ და შვედ პარტნიორ-ორგანიზაციებთან ერთად, საქართველოს ბუნების მკვლევართა კავშირი „ორქისი“, „საქართველოს მწვანეთა მოძრაობა/დედამიწის მეგობრები - საქართველო“, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსთან და მის სტრუქტურულ ერთეულთან სსიპ “გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრი“, ასევე მყარი ნარჩენების მართვის კომპანიასთან თანამშრომლობის ფარგლებში, შვედეთის მთავრობის მხარდაჭერით.
Print

სტატიის გამოყენების პირობები