ახალი ამბები
გენერალ გიორგი მაზნიაშვილის სახლ-მუზეუმის რეკონსტრუქცია დაიწყო
გენერალ გიორგი მაზნიაშვილის სახლ-მუზეუმის რეკონსტრუქცია დაიწყო.

ცნობისათვის Qartli.ge წერდა, რომ იგეგმებოდა გენერალ გიორგი მაზნიაშვილის სახლ-მუზეუმის რეკონსტრუქცია.

გენერალ გიორგი მაზნიაშვილის სახლ-მუზეუმის სახურავი შეცვლის შესახებ დასკვნა საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოს წარმომადგენლებმა კასპის მერიას გასულ წელს გაუგზავნეს.

დასკვნის მიხედვით, არსებული სახურავის ფორმა არ წარმოადგენს ძველ ფოტოებზე დაფიქსირებულ, თითქმის დანგრეული სახლისთვის შესამჩნევ ჭერის ფორმას:

,,სახლ-მუზეუმი გადაკეთებულია, და მისი აღდგენა მოხდა 2003 წელს, რეაბილიტაციის შედეგად შენობა მიახლოებულია მაზნიაშვილისეულ საცხოვრისთან, მხოლოდ გენერალ მაზნიაშვილის სახლ-მუზეუმის თანამედროვე გადახურვა გვიანი პერიოდის გადაკეთების კვალს ატარებს. ვინაიდან, რეგიონის საცხოვრებელი სახლების არქიტექტურას უფრო დამრეცი გადახურვა ახასიათებს. მიგვაჩნია, რომ დღესდღეობით, დარღვეულია ნაგებობის აუთენტური სახე და საარქივო ფოტომასალაზე დაყრდნობით, შეიძლება ითქვას, რომ თავდაპირველად, შენობას სწორედ მცირედ დამრეცი გადახურვა უნდა ჰქონოდა." - წერს არქიტეტორი გიორგი სოსანიძე.

ქვემოთ ფოტოზე: მარცხნივ არსებული ჭერის ფორმა, ხოლო მარჯვნივ - საპროექტო ნახაზი


გიორგი მაზნიაშვილის სახლ-მუზეუმი დაფუძნდა 1990 წელს და ფუნქციონირებს. მუზეუმში ინახება 122 ექსპონატი და მასში დაცულია გენერალის მემორიალური ნივთები, მის მოღვაწეობასთან დაკავშირებული ფოტო და დოკუმენტური მასალა, ეთნოგრაფიისა და გამოყენებითი ხელოვნების ნიმუშები.

გიორგი მაზნიაშვილი დაიბადა 1870 წელს კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ სასირეთში. სათანადო სამხედრო განათლების გავლის შემდეგ რუსეთის არმიაში დააწინაურეს და მისცეს გენერლის ჩინი. მონაწილეობდა რუსეთ-იაპონიის ომში, აქტიურად იცავდა თბილისს ქაოსისა და ბოლშევიკური გაფართოებისგან. გიორგი მაზნიაშვილი იყო დაუმარცხებელი გენერალი, რომელსაც არც ერთი ბრძოლა არ წაუგია დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში.1921 წელს, გიორგი მაზნიაშვილი საბჭოთა რეპრესიებს გაექცა საფრანგეთში. ის ერთხანს პარიზში ცხოვრობდა.

საბოლოოდ, დაბრუნდა საქართველოში და დასახლდა თავის მამაპაპისეულ სოფელ სასირეთში მან ხელი მიჰყო გლეხურ მეურნეობას. 1937 წელს, რეპრესიების დროს გიორგი მაზნიაშვილი დაიჭირეს და დახვრიტეს.

ქვემოთ ფოტოზე: მარცხნივ - სახლი რეაბილიტაციამდე, ხოლო მარჯვნივ - საპროექტო ნახაზი


იხ. ამავე თემაზე: ,,არც ბოლშევიკების და არც მენშევიკების გენერალი" - მაზნიაშვილის გახსენება
ივანე ჯავახიშვილის სახლი ,,ღამე მუზეუმში" ჩაბნელებული ოთახებით შეხვდა
Print

სტატიის გამოყენების პირობები