ახალი ამბები
გორის ეპარქიაში სასულიერო პირების რაოდენობა გაიზრდება
გორის ეპარქიაში სასულიერო პირების რაოდენობა გაიზრდება. ამის შესახებ დღეს ეპარქიის საბჭოს სხდომაზე იმსჯელებს.

ეპარქიის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნულია, რომ საბჭოს მორიგ სხდომაზე ისაუბრეს სამღვდელო სავარაუდო კანდიდატებზე და ახალგაზრდების საკითხებზე.

სასულიერო დასის შესახებ ერთ-ერთი ბოლო ცნობა გამოქვეყნდა საჯაროდ ჯერ კიდევ 2017 წელს.

ამ ცნობის მიხედვით, ეპარქიის სასულიერო დასში 29 სასულიერო პირი შედიოდა, აქედან 15 პირი ატარებდა მღვდლის სტატუსს, 13 - დეკანოზის, ხოლო 1 - იღუმენის სტატუსს.

 

 

Print

სტატიის გამოყენების პირობები