შსს: ავარიის დროს დაშავებული ერთ-ერთი მოზარდი გარდაიცვალა
ხანგრძლივი მცდელობის მიუხედავად, ავარიის დროს დაშავებული ერთ-ერთი მოზარდის სიცოცხლის შენარჩუნება ექიმებმა ვეღარ შეძლეს.

შსს პრეს-სამსახურის ცნობით, არასრუწლოვნის გარდაცვალების ფაქტი ოფიციალურად დადგენილია და ცხედარი პროზექტურაში გადაასვენეს.

მეორე მოზარდის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმედ რჩება. ის გორის სამხედრო ჰოსპიტალში გადაიყვანეს.

ავარია დღეს საღამოს დაახლოებით 20:00 სთ-ზე მოხდა. გორი-ტინისხიდის გზაზე, კომბინატის რკინიგზის ხიდთან ერთმანეთს ორი მსუბუქი ავტომანქანა შეეჯახა.

ერთ-ერთი მანქანა კი, სადაც არასრულწლოვნებიც ისხდნენ, ავარიის შემდეგ განათების ბოძს შეეჯახა.



იხ. ამავე თემაზე

გორი-ტინისხიდის გზაზე ავარია მოხდა
Print

სტატიის გამოყენების პირობები