დღეს, ქარელის მერიამ გამოაცხადა ტენდერი საცურაო აუზის
მშენებლობასთან დაკავშირებით, ტენდერი გამოაცხადა. სამუშაოების
ღირებულება 5,6 მლნ ლარით განისაზღვრა.
პროექტი 2-ეტაპიანი, დაიწყება 2020 წელს და დასრულდება 2021
წელს.
ტერიტორია მდებარეობს ქარელში, ახალგაზრდობის ქუჩაზე. მასზე ამჟამად
მოწყობილია კალათბურთის ფარები, ძველი, აგურით ნაშენი ს.წ.-ის შენობა
და რ/ბ-ის კედლის ფრაგმენტი. ეს ყველაფერი სადემონტაჟოა, ტერიტორიას
სამხრეთით და სამხრეთ-აღმოსავლეთით ჩამოუდის არხი, რომელიც უერთდება
გზის მეორე ნაწილზე მდებარე სკრა-ქარელის არხს.
ობიექტის არქიტექტურულ გეგმარებითი გადაწყვეტა: კომპლექსი შესდგება
ორი ძირითადი ბლოკისგან.
I ბლოკი: ვესტიბიული, რესეფცია-სალარო, ტუალეტები, მათ შორის შ.შ.მ.
პირთათვის, დაცვის ოთახი, კაფე-ბარი, კიბე და პანდუსი შ.შ.მ.
პირთათვის. I ბლოკი წარმოადგენს გამანაწილებელ სივრცეს, საიდანაც
კიბით და პანდუსით ვხვდებით II და III ბლოკებში.
II ბლოკი: სატრენაჟორო დარბაზი, ადმინისტრაცია, მენეჯერი, ექიმების
კაბინეტები, პერსონალის და მწვრთნელებისათვის განკუთვნილი ოთახები,
სამეურნეო დანიშნულების ოთახი, სათავსოები, პერსონალისთვის
განკუთვნილი ს.წ. და საშხაპე-გასახდელები.
III ბლოკი: აღნიშნული ბლოკში განთავსებულია ორი საცურაო აუზი. დიდი,
ზომით 25.4X15. და პატარა 10X8. ვესტიბიულიდან კიბით ავდივართ. სწორედ
ამ დონეზე არის განთავსებული: გასახდელები, საშხაპეები როგორც
დიდებისთვის, ასევე პატარებისთვის, აგრეთვე მაყურებელთა ტრიბუნები 100
ადგილზე.
სტატიის გამოყენების პირობები