ახალი ამბები
ქვეყნის მასშტაბით შინაურ ცხოველებზე 4 858 686 ვაქცინაცია-რევაქცინაცია და კვლევა ჩატარდა
2019 წელს, სააგენტოს ვეტერინარების მიერ განხორციელდა 4 858 686 მანიპულაცია (ვაქცინაცია/რევაქცინაცია/კვლევა). ამის შესახებ  გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, უფასო ვაქცინაცია მთელი ქვეყნის მასშტაბით, ჩატარდა შემდეგ დაავადებებზე: თურქული, ჯილეხი, ცოფი, ნოდულარული დერმატიტი, ბრუცელოზი, წვრილფეხა პირუტყვის ჭირი, ცხვრის და თხის ყვავილი.

ცხოველთა იდენტიფიკაცია-რეგისტრაციის პროგრამის ფარგლებში, იდენტიფიცირებულია 785 506 სული მსხვილფეხა და წვრილფეხა პირუტყვი.

ქვეყნის მასშტაბით არსებულ 6 ვეტერინარულ ზედამხედველობის პუნქტში, სეზონური გადარეკვისას, გარეგანი პარაზიტების საწინააღმდეგოდ უფასოდ დამუშავდა 720 439 სული მსხვილფეხა და წვრილფეხა საქონელი.

,, ვეტერინარული ღონისძიებები, რომლებსაც სურსათის ეროვნული სააგენტო სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში ახორციელებს, ქვეყანაში მესაქონლეობის განვითარების ერთ-ერთი ძირითადი წინაპირობაა. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა, 2019 წლის შედეგების შეჯამებისას აღნიშნა, რომ ბოლო წლებში, ცხოველთა ჯანმრთელობის დაცვის მიმართულებით მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადაიდგა." - განაცხადა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა.

მან ასევე აღნიშნა, რომ განხორციელებული ღონისძიებები ხელს უწყობს ეპიდემიოლოგიური აფეთქებების თავიდან აცილებას, ზოონოზური დაავადებების შემცირებას ცხოველებსა და ადმიანებში, ფერმერების დაცვას ეკონომიკური ზარალისგან, კეთილსაიმედო ქვეყნის იმიჯის დამკვიდრებას და საექსპორტო პოტენციალის ზრდას.
Print

სტატიის გამოყენების პირობები