ახალი ამბები
საქართველოს ჭაბუკ მოკრივეთა ნაკრები მოსამზადებელ შეკრებას გორში გადის
გორში, საქართველოს ჭაბუკ მოკრივეთა ნაკრები შეკრებას ატარებს. მთავარი მწვრთნელის ბექა ლობჟანიძის ხელმძღვანელობით, სპორტსმენები ფიზიკურ - ტაქტიკურ მომზადებას გადიან.

ნაკრების წევრები შოთა ჩოჩიშვილის სახელობის კომპლექსური სპორტული სკოლის და ავთანდილ შოშიაშვილის სახელობის კრივის სპეციალიზირებული სპორტული სკოლის დარბაზებში ემზადებიან.

,,გორში საწვრთნელი მეცადინეობის შემდეგ ჭაბუკი მოკრივეები ჩაატარებენ შეკრებებს უკვე სხვა ქალაქებში, მონაწილეობას მიიღებენ სხვადასხვა რანგის ტურნირებზე და ივლისში იასპარეზებენ ევროპის ჩემპიონატზე ჭაბუკთა შორის. ევროპის ჩემპიონატი 13-25 ივლისს თბილისში გაიმართება." - აცხადებს მწვრთნელი ბექა ლობჟანიძე.
Print

სტატიის გამოყენების პირობები