ახალი ამბები
სტალინის მუზეუმთან სოკარ-გაზის სამუშაოები შესაძლოა 2 დღე გაგრძელდეს
ბუნებრივი აირის ახალი მილის დამონტაჟების გამო, ქუთასის ქუჩაზე მოძრაობა შეფერხებული იქნება. ამის შესახებ qartli.ge-ს სოკარ-ჯორჯია გაზის წარმომადგენლებმა განუცხადეს.

მათი განცხადებით, ახალი მილი მონტაჟდება ერთ-ერთი ოჯახისთვის, რისთვის საავტომობილო გზის ნაწილობრივ გადაკეტვა გახდა საჭირო.

,,აბონენტისთვის ბუნებრივი აირი გაგვყავს, თუმცა გაზის მიწოდება მოსახლეობას არ შეუწყდება. სამუშაოები დღის ბოლომდე გაგრძელდება, შესაძლოა ხვალაც გაგრძელდეს, რის გამოც საავტომობილო მოძრაობა შეზღუდული იქნება." - აცხადებს სოკარ-ჯორჯია გაზის შვილობილ კომპანია ,,საქორგგაზში".

 

Print

სტატიის გამოყენების პირობები