ახალი ამბები
გორის ,,დილას" საფეხბურთო სკოლა წვრთნების ახალ მოდელზე გადადის
დღეს ,,დილას" ბაზაზე შექმნილ საფეხბურთო სკოლაში მწვრთნელებთან ერთად საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის აკადემიის მთავარი მწვრთნელის, ზვიად ჯელაძის მიერ წარდგენილი პროექტი განვიხილეთ.

სკოლის ხელმძღვანელის, გია ისიანის განცხადებით, ზვიად ჯელაძის მიერ ჩატარებულ სემინარზე, სკოლის მწვრთნელებს შორის იყო საუბარი მეთოდიკაზე.

,,ჩვენი სკოლა აუცილებლად შეუერთდება იმ პროექტს, რომელიც ფეხბურთის განვითარებას ემსახურება.“ - ამბობს გია ისიანი.

გიორგი წკრიალაშვილი: (მწვრთნელი)  “დღეს ვისაუბრეთ ახალი მეთოდის განხილვაზე, ლიცენზირებული მწვრთნელები შევჯერდით კვირის ციკლის დაგეგმაში, რითიც მიახლოვებული იქნება ახალ მეთოდთან, რაც საშუალებას მოგვცემს უფრო მეტი გორელი ფეხბურთელი მოხვდეს ეროვნულ ნაკრებში.”

მირიან ვარდოსანიძე: (მწვრთნელი) „დღეს განვიხილავდით პროექტს, რომელზეც ძირითადად გამახვილებული ყურადღება იყო ერთი კვირის ციკლის აწყობაზე და თუ როგორ უნდა მოხდეს მისი აწყობა და რანაირად. იყო დისკუსიამ მაგრამ საბოლოოდ მივედით ერთ აზრზე. დავალებები მიეცათ ყველა მწვრთნელს, თუ როგორ უნდა ჩამოყალიბდეს ერთი კვირის ციკლი.“

Print

სტატიის გამოყენების პირობები