ახალი ამბები
კლდეში ნაკვეთი მარანი უფლისციხეში
რომა შატაკიშვილმა ეთნოგრაფიულ მარანში, სულ რამდენიმე დღის წინ, დაიწყო მენეჯერად მუშაობდა. მანამდე ,,თი ბი სი" ბანკში მუშაობდა. ამბობს, რომ საქმე, რომელსაც მოკიდა ხელი, ტურიზმის ხეშეწყობასაც ისახავს მიზნად.

ეთნოგრაფიული მარანი უფლისციხეში სახელმწიფოს ხეშეწყობით აშენდა. ქვით და კირით კედლები იმ ადგილზე ამოაშენეს, სადაც არქეოლოგების მტკიცებით, ძველი თონე იყო განთავსებული. თონეს გამოკვეთილი იყო კლდეში. დროთა განმავლობაში ეს კედლები დაინგრა, თუმცა დღეს ის ქვით შეავსეს:

,,კედლები აშენებულია ქვით და კირით. თანამედროვე სამშენებლო მასალები საერთოდ არაა გამოყენებული." - ამბობს რომა შატაკიშვილი. ძველი თონეების გვერდით კი რამდენიმე ქვევრი მოაწყეს.

კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს ხცნობით, რესტავრირდა და განახლდა მარნის არქიტექტურული შენობა, სადაც რენოვაციის მეთოდით ფუნქციურად ამოქმედდა მარნის ინტერიერში განთავსებული ქვევრები. მარანში ასევე აღდგა სამეცნიერო კვლევის შედეგად აღმოჩენილი ვაზის სამი ჯიშით გაშენებული სავენახე მეურნეობა.

Print

სტატიის გამოყენების პირობები