ახალი ამბები
ქარელის საცურაო აუზის მშენებლობის მსურველი გამოჩნდა და მერიას მიმართავს
ქარელში, საცურაო აუზის მშენებლობის ირგვლივ, კომპანიებმა ხმაური უკვე ატეხეს. მათი წარმომადგენლები აცხადებენ, რომ სატენდერო პირობა, გამოცდილების შესახებ, დისკრიმინაციულია.

კერძოდ, შპს ,,Construction Service"-ის წარმომადგენლის ცნობით, დისკრიმინაციულია ის მოთხოვნა, რომელიც ქარელის მერიამ წამოაყენა. მოთხოვნის მიხედვით, გამარჯვებულ კომპანიას, ბოლო 4 წლის განმავლობაში, ანალოგიური სამუშაოების გამოცდილება - 8,4 მლნ ლარის ფარგლებში, მოეთხოვება.

,,ანალოგიური ტიპის, ხასიათის, სირთულის და შინაარსის სამუშაოებს მიეკუთვნება: სპორტულ-გამაჯანსაღებელი კომპლექსის ან/და საცურაო აუზის მშენებლობა-რიაბილიტაციის შესრულების გამოცდილება. მოთხოვნები, რომელთაც განსაზღვრავს სატენდერო კომისია, უნდა გამომდინარეობდეს შემსყიდველი ორგანიზაციის საჭიროებიდან, უნდა იყოს პროპორციული და არადისკრიმინაციული, ხელს უნდა უწყობდეს ჯანსაღი კონკურენციის დამკვიდრებასა და პრეტენდენტთა მიმართ თანასწორ მოპყრობას. მიგვაჩნია, რომ ზემოააღნიშნული მოთხოვნა არის კანონსაწინააღმდეგო, რეალურად არ გამოხატავს შემსყიდველის საჭიროებას, არის დისკრიმინაციული, ზღუდავს კონკურენციას." - აღნიშნულია ორგანიზაციის განცხადებაში.

საქმე იმაშია, რომ ქარელის მერიამ გამოცხადდა ტენდერი, აუქციონის გარეშე, საცურაო აუზის მშენებლობაზე. გამარჯვებული გამოვლინდება 19 თებერვალს. აღნიშნული ტენდერის ერთ-ერთ პუნქტში, პრეტენდენტის გამოცდილების შესახებ, ჩამოყალიბებულია მოთხოვნები:

მოთხოვნილია, რომ 2016 წლის პირველი იანვრიდან მოცემული ტენდერის გამოცხადების დღემდე, პრეტენდენტის მიერ ფაქტობრივად შესრულებული ანალოგიური ტიპის, ხასიათის, სირთულის და შინაარსის სამუშაოების ღირებულებების ჯამი უნდა იყოს არანაკლებ 8 383 492 ლარის ოდენობისა.

,,თუ ორ სხვადასხვა პრეტენდენტს, რომლებმაც შეასრულეს დიდმალიანი შენობების მშენებლობა, შესრულებული აქვს ერთი და იგივე სამუშაოები, მაგრამ ერთს შეუძლია ტენდერის მოთხოვნების დაკმაყოფილება, იმიტომ, რომ მის აშენებულ შენობას სპორტულ-გამაჯანსაღებელი კომპლექსი ჰქვია, მეორეს კი არა, რადგან სხვა დასახელება აქვს (მაგ, ქარხანა, აეროპორტი, პავილიონი, საავადმყოფო ან მსავსი), მიგვაჩნია, რომ ამგვარი მოთხოვნის განსაზღვრა არის პრეტენდენტთა მიმართ არათანაბარი მოპყრობა, წინააღმდეგობაშია სახელმწიფო შესყიდვების შესახებ კანონის მიზნებთან, ხელს უშლის სახელმწიფო სახსრების რაციონალურ ხარჯვის უზრუნველყოფას, ხელს უშლის შესყიდვების სფეროში ჯანსაღი კონკურენციის განვითარებას, არღვევს კანონის მიზანს შესყიდვების მონაწილეთა მიმართ პროპორციული, არადისკრიმინაციული მიდგომისა და თანასწორი მოპყრობის უზრუნველყოფის შესახებ." - განმარტავს ,,კონსტრაქშენ სერვისის" წარმომადგენელი.

იგი ითხოვს, რომ მოთოხვნა დააკორექტიროს და განსაზღვროს მოქმედი კანონმდებლობის შესაბასამისად ისე, რომ იგი გამომდინარეობდეს შემსყიდველი ორგანიზაციის საჭიროებიდან, იყოს პროპორციული და არადისკრიმინაციული. სპორტულ გამაჯანსაღებელი კომპლექსის ნაცვლად მოთხოვნად განსაზღვროს ყველა მსგავსი (დიდმალიანი) შენობის გამოცდილება.

იხ. ამავე თემაზე:

ქარელში საცურაო აუზის მშენებლობა იწყება (PHOTO)
Print

სტატიის გამოყენების პირობები