ახალი ამბები
USAID-ის ადმინისტრატორის მოადგილე გორში კონფლიქტით დაზარალებულ ახალგაზრდებს შეხვდა
აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) ადმინისტრატორის მოადგილე, ბონი გლიკი, გორის ახალგაზრდულ ცენტრს ეწვია, სადაც კონფლიქტით დაზარებული რეგიონის ახალგაზრდებს შეხვდა.

შეხვედრაზე ტოლერანტობის, სამოქალაქო ცნობიერების და ინტეგრაციის მხარდაჭერის პროგრამის (PITA) 5-წლიანი პროექტი შეაჯამეს.

შეხვედრას ახალგაზრდული ცენტრის 15 წევრი ესწრებოდა. ბონი გილკთან ერთადე ისაუბრეს ოკუპაციაზე, დეზინფორმაციასა და რუსეთის პროპაგანდაზე. შეხვედრის ერთ-ერთი მონაწილის გიორგი ცერაძის თქმით, ბონი გლიკი დაინტრესდა, რა ხდებოდა 2008 წლის აგვისტოს ომის დროს შიდა ქართლში.

,,შეხვედრის მიმდინარეობისას ქალბატონი ბონი დაინტერესდა რა ხდებოდა აგვისტოს ომის დროს ჩვენს რეგიონში. მე მოვუყევი რა ხდებოდა მაშინ ჩემს სოფელში და როგორ დაიცალა 7 აგვისტოს მოსახლეობისგან. ჩვენს მიერ ნაამბობ ამბებს გულისყურით ისმენდა ქალბატონი ბონი.“-აღნიშნა გიორგი ცერაძემ.

პროგრამა PITA-ას შესახებ:

პროგრამა PITA-ას პარტნიორი ორგანიზაცია შიდა ქართლის რეგიონში არის გორის კეთილდღეობისა და განვითარების ცენტრი. ცენტრში რამდენიმე ასეული ახალგაზრდაა ჩართული, რომლებიც თავიანთი თემის გაძლიერებაზე ყოველდღიურად ზრუნავენ.

ტოლერანტობის, სამოქალაქო ცნობიერებისა და ინტეგრაციის მხარდაჭერის პროგრამა’ [PITA] არის აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) მიერ დაფინანსებული პროგრამა, რომელსაც ახორციელებს საქართველოს გაეროს ასოციაცია (UNAG).

პროგრამა რომელიც მიზნად ისახავს სამოქალაქო აქტივიზმის კულტურის დანერგვასა და ახალგაზრდების საერთო კვალიფიკაციის ამაღლებას სამოქალაქო ჩართულობისა და მრავალფეროვნების მართვაში; საქართველოს სხვადასხვა რეგიონის ახალგაზრდებსა და საქართველოში მცხოვრებ ეთნოსებს შორის ინტეგრაციის გაძლიერებას ეთნიკური, რელიგიური თუ სხვა სტერეოტიპების წინააღმდეგ ერთობლივი აქტიური მუშაობის საშუალებით; მოხალისეობრივი აქტივიზმის, თანამშრომლობისა და მეგობრული ურთიერთობების ხელშეწყობას საქართველოს ახალგაზრდებს შორის.

ამ მიზნით 11 პარტნიორი არასამთავრობო ორგანიზაციის ბაზაზე საქართველოს 13 ქალაქში 14 ახალგაზრდული ცენტრი ჩამოყალიბდა, რომელიც ახალგაზრდებს აერთიანებს და მათ სხვადასხვა საინტერესო საქმიანობაში თუ სასწავლო და სტაჟირების პროგრამაში რთავს.


Print

სტატიის გამოყენების პირობები