ახალი ამბები
ხაშურში მანქანები წყლით დაფარულ სანიაღვრე არხებში ჩავარდა
ხაშურში რამდენიმე მანქანა სანიაღვრე არხში ჩავარდა. ამის ამსახველ ფოტოებს ხაშურის ,,გირჩის" წარმომადგენელი ზაზა მეხრიშვილი ავრცელებს.

ფოტოები ცენტრალურ მაგისტრალზეა გადაღებულია. ბორჯომის ქუჩა აკავშირებს ერთმანეთს დასავლეთ, აღმოსავლეთ და სამხრეთ საქართველოს.

ნალექის პერიოდში, სანიაღვრე არხები წყლითაა დაფარული და მძღოლები ორმოულებს ვერ ამჩნევენ. გარდა ამისა, ზაზა მეხრიშვილი საავტომობილო გზების დეპარტამენტს მოუწოდებს, რომ აღნიშნულ მონაკვეთზე სარეაბილიტაციო სამუშაოები განახორციელოს.

 

Print

სტატიის გამოყენების პირობები