ახალი ამბები
თელადგორამდე ასფალტი დაიგება
კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ თელადგორამდე ასფალტი დაიგება. ამის თაობაზე მერიამ ტენდერი გამოაცხადა. 

სამუშაოები 2020 წელს დაიწყება და 2021 წელს დასრულდება. 2020 წელს დაიხარჯება 629 000 ლარი. ხოლო 2021 წელი - 1 327 000 ლარი

,,არსებული მონაკვეთი იწყება ზაჰესი-მცხეთა-კავთისხევი-გორის საავტომობილო გზიდან გაივლის მჭიდროდ დასახლებულ პუნქტს, და მიემართება თელადგორის კერძო აგარაკებისაკენ. არსებულ ობიექტზე მოსაწესრიგებელია ეზოში შესასვლელები და მიერთებები. გზას არ გააჩნია წყლის თავიდან არიდების სისტემა, რის გამოც ჩამონადენი წყლები მოედინება სავალ ნაწილზე იწვევს მის წარეცხვას" - აღნიშნულია პროექტში.
Print

სტატიის გამოყენების პირობები