ახალი ამბები
ვარიანში წიგნის საჯაროდ კითხვის მსოფლიო დღე აღნიშნეს
გორში წიგნის საჯაროდ კითხვის მსოფლიო დღე აღნიშნეს. ღონისძიება ვარიანში, იაკობ გოგებაშვილის სახლ-მუზეუმში გაიმართა.



მხატვრული კითხვის წრის მოსწავლეებმა, რეჟისორ ანზორ გვაძაბიას ხელმძღვანელობით, ,,იავნანამ რა ჰქმნა“ დადგეს. იაკობ გოგებაშვილის ნაწარმოების მიხედვით დადგმული პიესა მოსწავლეებმა წაიკითხეს.

კითხვის წრე გორში, კულტურისა და ტურიზმის განვითარების ხელშეწყობის სააგენტოშია გახსნილი.




რეჟისორი და მსახიობი ანზორ გვაძაბია იაკობ გოგებაშვილის პრემიის ლაურეატია.

ავტორი: გიორგი ცერაძე

Print

სტატიის გამოყენების პირობები