ახალი ამბები
გორთან ავარიისას მანქანა ამოტრიალდა
გორის გასასვლელში, თბილისის მიმართულებით, ორი მანქანა ერთმანეთს შეეჯახა.

ავტოსაგზაო შემთხვევის დროს ერთ-ერთი მანქანა ამოტრიალდა. მისი ორივე მგზავრის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.

რაც შეეხება მეორე მანქანის მგზავრებს, შსს-ს ცნობით, მათ დაზიანებები არ მიუღიათ.

გამოძიებას გორის შს სამმართველოს თანამშრომლები აწარმოებენ.

Print

სტატიის გამოყენების პირობები