ახალი ამბები
,,აი, აქ არიან" - მერეთის საგუშაგოზე პოლიციამ ჟურნალისტებს მიკროავტობუსი დაატოვებინა
შს სამინისტრომ თანამშრომლებმა qartli.ge-ს ჟურნალისტები სოფელ მერეთში არ შეუშვეს. ისინი პოლიციელებმა ავტობუსიდან ჩამოიყვანეს.

,,აი, აქ არიან" - მიმართა პოლიციელმა, (რომლის გვარია ფეხშველაშვილი), საგუშაგოს ჯგუფის უფროსს. ორივე ჟურნალისტს სამგზავრო ავტობუსით მგზავრობის უფლება არ მისცეს.

qartli.ge-ს ჟურნალისტები მერეთის სკოლაში თეატრალური სტუდიის საქმიანობის გაშუქებას აპირებდნენ. მსახიობი მერაბ ჭანკოტაძე სკოლის მოსწავლეებს თეატრალურ ხელოვნებას ასწავლის. ის გორიდან დადის და შესაბამისად ჟურნალისტები ცდილობდნენ აესახათ მისი საქმიანობა.

,,როგორც კი მოგვძებნეს პოლიციელებმა მიკროავტობუსში, მაშინვე ავტობუსის დატოვება მოგვთხოვეს. არც გავუჩხრეკივართ, არც არაფერი. არ უნდა შევსულიყავით მერეთში, ასეთი იყო მათი სურვილი" - ამბობს ჟურნალისტი ელიზა ქრისტესიაშვილი.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის პრეს-ცენტრის წარმომადგენელი აცხადებს, რომ საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფლებში შეზღუდვები უსაფრთხოების მიზნით მოქმედებს:

,,მოგეხსენებათ, ეს სოფლები საოკუპაციო ხაზთან მდებარეობს. ამიტომ, გარკვეული შეზღუდვები მოქმედებს"- ამბობს სუს-ის პრეს-სამსახურის ხელმძღვანელი, ვიკა კლიმჩევა.

ჩვენს კითხვაზე, კონკრეტულად რა სამართლებრივი საფუძველი არსებობს ან როდემდე გაგრძელდება ეს შეზღუდვები, პასუხი ვერ მივიღეთ.

 

 

Print

სტატიის გამოყენების პირობები