ახალი ამბები
,,შენ რატომ მომიყვანე შვილი?" - 25-წლის ბიჭი ყოფილ მეუღლესთან მიახლოებისა და ძალადობის ბრალდებით დააკავეს
გორში, კომბინატი დასახლებაში მამაკაცი დააკავეს, რომელსაც ყოფილი მეუღლის, ნ.გ-ს მიმართ შემაკავებელი ორდერის დარღვევისა და ძალადობის მუხლი წაუყენეს.

ადვოკატი ამბობს, რომ როგორც ქალს, უკვე მამაკაცების დაცვის სურვილი უჩნდება. ამის შესახებ დღეს გამართულ სასამართლო პროცესიდან გამოსულმა ადვოკატმა გვითხრა.

მისი თქმით, 25-წლის ბიჭი სრულიად უწყინარი შემთხვევის შემდეგ დააკავეს.

,,როგორც წესი, მამას აქვს ბავშვის ნახვის სურვილი. პაპას მიყავს ხოლმე დედის სახლიდან და შემდეგ ისევ პაპა აბრუნებს. გუშინ, როგორც აღმოჩნდა, პაპას არ ეცალა და ბავშვი მამამ მიუყვანა სახლში. ამაზე აუტეხავს ყვირილი, შენ რატომ მომიყვანე შვილიო. ამბობს, რომ მას ყოფილმა ქმარმა მიაყენა შეურაცხყოფა და ა.შ. რაც ტყულია. ეს მოხდა კორპუსში და მოწმეც არ არსებობს" - აცხადებს ადვოკატი.

პროკურორის განცხადებით, მამაკაცის მიმართ გამოწერილი იყო შემაკავებელი ორდერი, სისტემატიურად ძალადობდა ყოფილ მეუღლეზე, შესაბამისად, პროკურორის აზრით, არსებობს დასაბუთებული ვარაუდი, რომ მსგავსი ფაქტი კიდევ განმეორდება. პროკურორმა პატიმრობა მოითხოვა.

მოსამართლე გერმანე დადეშქელიანმა გაითვალისწინა პროკურორის მოსაზრება და 25 წლის ბიჭს წინასწარი პატიმრობა შეუფარდა.
Print

სტატიის გამოყენების პირობები