ახალი ამბები
შიდა ქართლში 6944 ,,დავით"-ი ცხოვრობს
შიდა ქართლში სახელი ,,დავით" ან ,,დავითი" 6944 მოქალაქეს ჰქვია.

ამის შესახებ ინფორმაციას სამოქალაქო რეესტრის ვებ-გვერდზეა განთავსებული.

ეს სახელი, როგორც საქართველოს მასშტაბით, ასევე რეგიონში (მუნიციპალიტეტების ჩათვლით), პოპულარობის კუთხით, მეორე ადგილზეა. პირველ ადგილს ,,გიორგი" იკავებს.

უფრო კონკრეტულად,

გორში ცხოვრობს 3420 დავითი.
ქარელში - 1017
კასპში - 1035
ხაშურში - 1472

საქართველოს მასშტაბით, სულ 67 871 მოქალაქეა დავით"-ის ,,მატარებელი.
Print

სტატიის გამოყენების პირობები