ახალი ამბები
ნიკა რურუას ფონდის წევრები ხურვალეთში ბავშვის დაბადების დღეზე არ შეუშვეს
ნიკა რურუას სახელობის ფონდის ,,გჯეროდეს საქართველოს" წევრები სოფელ ხურვალეთში არ შეუშვეს. ისინი სოციალურად დაუცველი ოჯახში სტუმრად მიდიოდნენ.

ფონდის წარმომადგენლის განცხადებით, ამ ოჯახში მცხოვრებ ბავშვს აქვს დაბადების დღე, შესაბამისად, სურთ, რომ სასწავლო კუთხეც გადასცენ.

სტუმრებს შორის იყო გოეთეს უნივერსიტეტის დოქტორი, ფონდის თანადამფუძნებელი ზურაბ მანაგაძეც.

,,გჯეროდეს საქართველოს" წარმომადგენლებს შიდა ქართლის სამხარეო პოლიციის უფროსის მოადგილე, კობა ცერცვაძე შეხვდა, რომელმაც მათ აუხსნა, რომ ზემდგომი ორგანოების მხრიდან, ნებართვა ჭირდებათ.

ეს ზემდგომი ორგანო კი, მათი განცხადებით, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურია.

საბოლოოდ საკითხი გადაწყდა ასე, რომ ოჯახის წევრები სოფლიდან საგუშაგოზე მივლენ და ფონდის საჩუქრებს თავად წაიღებენ სახლში.

 

Print

სტატიის გამოყენების პირობები