ახალი ამბები
,,ფისჰარმონი" - გორის თეატრის სარდაფში უნიკალური საკრავი იპოვეს
გორის თეატრის სარდაფში უნიკალური საკრავი იპოვეს. არავინ იცის, როდის და როგორ აღმოჩნდა თეატრის კედლებში ფისჰარმონია.

,,ძველმა და არც ახალმა თაობამ არ იცის ამ საკრავის არსებობის ისტორიის შესახებ. ამჟამად, რესტავრაციას საჭიროებს, მწყობრიდან არის გამოსული" - გვითხრა თეატრის წარმომადგენელმა მანანა მგალოშვილმა.

ფისჰარმონი არის ენიან-პნევმატური, კლავიშიანი ინსტრუმენტია, რომლის შექმნაც მიეწერება ფრანგ გრენიეს (1810). ფორმით პატარა ზომის პიანინოს გავს, ხოლო კლავიატურა ირთვება მოძრავი ბერკეტით.

მჟღერ ნაწილს ეწოდება ლატუნის ძელაკები, ის წარმოადგენს ფოლადის ენებს და ჰაერის რხევით მოდის მოქმედებაში. ჰაერი საბერველებით, ფეხის პედლებითაა მართული. ფისჰარმონიის ჟღერადობა ჰგავს ორღანის ჟღერადობას.
Print

სტატიის გამოყენების პირობები