ახალი ამბები
გორის ეთნოგრაფიული მუზეუმი ისტორიულ ნივთებს შეიძენს
გორის ისტორიულ-ეთნოგრაფიული მუზეუმი ძველ ნივთებს ეძებს. ამის შესახებ Qartli.ge-სთან მუზეუმის ხელმძღვანელმა, თინათინ სოსანიძემ ისაუბრა.

,,გვინდა, შევიძინოთ ძველი პერიოდის ნივთები. კონკრეტულად, პერიოდს ან ნივთს მნიშვნელობა არ აქვს. თუ იშვიათი ნივთია, მეოცე საუკუნისაც შეიძლება იყოს. მთავარია, კარგ მდგომარეობაში იყოს ანდა სარესტავრაციოდ გამოდგეს. ამის შესახებ ჩვენ სოფლებშიც დავარიგეთ განცხადებები. ნივთებს მუზეუმის კომისია, რომელიც ეთნოგრაფებისგან, ხელოვნებათმცოდნეებისგან და ისტორიკოსებისგან შედგება, შეამოწმებს და შემდეგ გადაწყდება მისი შეძენის საკითხიც.’’ - განაცხადა თინათინ სოსანიძემ.

მუზეუმის ხელმძღვანელის თქმით, უკვე გამოჩნდა რამდენიმე ადამიანი, რომლებსაც ნივთების გაყიდვა სურთ.

 

Print

სტატიის გამოყენების პირობები