ახალი ამბები
61-წლის გორელი ქალი ექიმებმა გადაარჩინეს
,,ვისაც ეჭვი ეპარება ღმერთის არსებობაში უბრალოდ დაიჯერეთ და დაგაჯერებთ" - გვითხრა იმ ადამიანის ახლობელმა, რომელიც გორის სამხედრო ჰოსპიტალისა და ბოხუას კლინიკის ექიმებმა გადაარჩინეს.

საუბარია 61-წლის ქალბატონზე. ,,მას მუცლისა და გულმკერდის არეში ანევრიზმა დაემართა. ეს კი იმას ნიშნავს, რომ გულიდან გამომავლი მთავარი აორტა და მუცლის აორტა განშრევდა, (გასკდა) და სიცოცხლისთვის საშიში იყო. ქალი მართვით სუნთქვაზე იმყოფებოდა." - ამბობს პაციენტის ახლობელი.

ვიდრე პაციენტს ბოხუას კლინიკაში ჩაიყვანდნენ და ოპერაციას გაუკეთებდნენ, მანამდე სამხედრო ჰოსპიტალის ემერჯენსის თანამშრომლებმა ფასდაუდებელი სამუშაო გასწიეს:

,,სიცოცხლისთვის ყოველთვის ღირს ბრძოლა, სასწაულებიც ხდება, ერთი კვირაა ჩუმად ვარ, დღეს ძალიან ბედნიერი ვარ, მადლობა სამხედრო ჰოსპიტლის ემერჯენსის მორიგე მედპერსონალს, რეანიმატოლოს, ანესთეზიოლოგს, კარდიოლოგს, რადიოლოგებს, სასწაულები გააკეთეთ, ბოხუას კლინიკის კარდიოქირურგებს, მთლიანად სტაფს სასწაულისთვის. გადარჩენილი სიცოცხლისთვის." - ამბობს პაციენტის ახლობელი.

 

 

Print

სტატიის გამოყენების პირობები