ახალი ამბები
12 თებერვალს გამთენიისას ,,-12C" დაფიქსირდება
წუხელ ღამით ჰაერის ტემპერატურა -8 გრადუსი იყო. მიმდინარე კვირას კი ჰაერის დაბალი ტემპერატურა შენარჩუნდება.

ამის შესახებ ინფორმაცია გარემოს ეროვნული სააგენტოს ვებ-გვერდზეა გამოქვეყნებული.

ჰიდრომეტეროლოგიური სადგურის ცნობით, 12 თებერვალს დილის საათებში ტემპერატურა -12 გრადუსამდე დაეცემა.

ხოლო 14 თებერვალს ტემპერატურა აიწევს და დილით -4 გრადუსი იქნება. შენარჩუნდება ასევე ქარი - 10-15 მ/წმ სიჩქარით.

ჰაერის ტემპერატურა გათბობას  დაიწყებს მაშინ, როდესაც 12 თებერვალს დღისით მოთოვს. თოვა გაგრძელდება მომდევნო რამდენიმე დღეს.

 

Print

სტატიის გამოყენების პირობები