ახალი ამბები
გორის უნივერსიტეტის მე-2 და მე-3 კორპუსებში გათბობის სისტემა დაზიანდა
გორის უნივერსიტეტის მეორე და მესამე კორპუსში განთავსებულ ადმინისტრაციის თანამშრომლებს სიცივეში უწევთ მუშაობა. ამის მიზეზი ცენტრალური გათბობის ე.წ. ბოილერის (ქვაბის) დაზიანება გახდა. 

ადმინისტრაციის ცნობით, სისტემა 6 თებერვალს დაზიანდა:

,,შესაბამისი სპეციალისტების მიერ შემოწმდა აღნიშნული ბოილერი და დადგინდა, რომ აღარ ექვემდებარება აღდგენას. აღნიშნული ბოილერი გასულ წლებში გარემონტდა რამდენიმეჯერ, ასევე ამოწურული აქვს მუშაობის რესურსი. თუმცა მიუხედავად ამისა ჩვენ კიდევ ერთხელ ვცადეთ სპეციალისტის დახმარებით მისი აღდგენა, მაგრამ მცდელობა არ გამოდგა შედეგიანი" - აღნიშნავენ უნივერსიტეტში.

ადმინისტრაციის წარმომადგენლის ცნობით, ქვაბის შეკეთება 17 თებერვლამდე გახდება შესაძლებელი. სწავლა გორის უნივერსიტეტში ამ დღეს იწყება.

Print

სტატიის გამოყენების პირობები