ახალი ამბები
მეჯვრისხეველი პენსიონერების მოტყუების ფაქტზე ბრალდებულს 7-წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს
პენსიონერთა თანხის მითვისებაში ბრალდებულ ირაკლი იარდალაშვილს დაუსწრებლად 7-წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს. ამის შესახებ გადაწყვეტილება საქართველოს უზენაესმა სასამართლომ მიიღო.

უზენაესი სასამართლოს განჩინებით ძალაში დარჩა 2018 წლის 18 თებერვლისა და 2019 წლის 4 სექტემბრის გადაწყვეტილებები.

საქმე სოფელ მეჯვრისხევში, ათეულობით პენსიონერის თანხის დაუფლებას ეხება, რომლის შესახებ ინფორმაცია თავდაპირველად qartli.ge-ზე გამოქვეყნდა.

შიდა ქართლის პროკურატურის პროკურორის, ზურაბ წერეთლის განცხადებით, ბანკის ყოფილ თანამშრომელს ბრალი რამდენიმე ეპიზოდზე ედებოდა, აქედან, ბრალდებული მხოლოდ ერთ ეპიზოდზე გამართლდა. გამოძიების დაწყებისთანავე კი, ის საქართველოში აღარ იმყოფებოდა.

 


რაც შეეხება დანარჩენს:

2014 წლის 2 ივნისს სს „ლიბეთიი ბანკის“ აგენტმა (მოლარე-ოპერატორმა) რაიონის სოფელ მ-ი მდებარე ამავე ბანკის სერვისცენტრში, სს „ლიბერთი ბანკის“ კანონიერი ინტერესების საწინააღმდეგოდ, თავისთვის გამორჩენის მიღების მიზნით, პენსიონერის ნების საწინააღმდეგო, გააფორმა 18-თვიანი საპენსიო სესხი და 3-თვიანი სოციალური დახმარების ავანსი, სულ - 1305 ლარის ოდენობით. აღნიშნული თანხა გამოიყენა პირადი მიზნებისთვის.

2015 წლის 29 იანვარს მეჯვრისხევი პენსიონერის კანონიერი ინტერესების საწინააღმდეგოდ, თავისთვის გამორჩენის მიღების მიზნით, გააფორმა 25-თვიანი საპენსიო სესხი. მან თანხის ნაწილით გადაფარა ნ. დ-ს სახელზე არსებული 18-თვიანი სესხი, ხოლო დარჩენილი ნაწილი - 729 ლარი და 62 თეთრი პირადი მიზნებისთვის გამოიყენა. მან ნ. დ-ს სახელით შედგენილი ყალბი პენსიის ავანსის ხელშეკრულება და სალაროს გასავლის ორდერი წარადგინა სს „ლიბერთიი ბანკში“.

2014 წლის 13 ოქტომბერს პენსიონერმა მას სთხოვა, რომ საპენსიო ანგარიშიდან 1050 ლარი გადაეტანა ანაბრის ანგარიშზე. მოლარე-ოპერატორმა მოტყუებით მოაწერინა ხელი სალაროს გასავლის ორდერებზე, რომ თითქოს მისი თანხა გადაჰქონდა ანაბრის ანგარიშზე და ანაბარზე თანხის გადატანის ნაცვლად, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, მოტყუებით, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, დაეუფლა 1050 ლარს.

მანვე 2015 წლის 30 იანვრიდან 23 თებერვლამდე პერიოდში, ერთიანი მიზნითა და საერთო განზრახვით, მეჯვრისხევში, ერთ-ერთი პენსიონერის საანაბრე ანგარიშიდან, ამ უკანასკნელის ნების საწინააღმდეგოდ, გამოიტანა 604 ლარი და 61 თეთრი, რასაც სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, მოტყუებით, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, დაეუფლა. აღნიშნულის შემდეგ გაყალბებული სალაროს გასავლის ორდერები წარადგინა სს „ლ-ი ბანკში.“ 

იხ. ამავე თემაზე:

მეჯვრისხევში 53 პენსიონერის თანხა დაიკარგა

 

Print

სტატიის გამოყენების პირობები