ახალი ამბები
გორში კამპანია ,,სახლი მიუსაფარი ძაღლისთვის" დაიწყო
გორში, თამუნა გოგალაძემ ახალი კამპანია დაიწყო. ის, ხელოსან რიჟი ცერცვაძესთან ერთად, მიუსაფარი ცხოველებისთვის სახლებს აშენებს.



თამუნა გოგალაძეს 17 წელია წმინდაწყლის ბაზრობაზე ავეჯის მაღაზია აქვს. როგორც თითონ ამბობს, ბავშობიდან უყვარს ცხოველები და მათზე ზრუნვა.

იმის გამო, რომ კორპუსში ცხოვრობს, სახლში მხოლოდ ორი ძაღლი ყავს. ამიტომ, მიუსაფარ ძაღლებზე ზრუნვას, საკუთარ მაღაზიაში უფრო ახერხებს. საკვებს და საჭირო მედიკამენტებს თავად ყიდულობს ცხოველებისათვის.

ძაღლის ბუნაგი ყოველთვის ქონდა მაღაზიის წინ, მაგრამ კეთილ მეპატრონეს ბევრი მიუსაფარი ძაღლი შეეჩვია და ახალი ბუნაგის აშენება გახდა საჭირო, რაც მან და მისმა თანამშრომელმა რამაზ ცერცვაძემ მხოლოდ ერთ ღამეში შეძლეს. სახელიც თავად შეარქვეს - „ორ ოთახიანი სახლი მიუსაფარი ცუგებისათვის.“

თამუნა გოგალაძე ამბობს, რომ ნებისმიერ მსურველს, მასალის მიტანის შემთხვევაში, სახლებს უფასოდ დაუმზადებენ.

,,ოროთახიანი სახლი ავუშენეთ ჩვენს გოგოეებს ახლა ვინმე არ გამომიხტეს, რა გეძაღლება, ამდენი უსახლკარო და გაჭირვებული ადამიანი დადის, იმათ დაეხმაროო? ჯერ ერთი ვეხმარები და მეორეც, ავაშენებ ასეთ სახლს, ნუ შეგისახლებიათ ოთხი გაჭირვებული ადამიანი და ვაი თქვენი ბრალი" - მიმართავს გორელებს.

თამუნა გოგალაძე მადლობას უხდის რიჟი ცერცვაძეს, რომელიც საკუთარი შესაძლებლობას  მიუსაფარი ცხოველებისთვის იყენებს.


Print

სტატიის გამოყენების პირობები