ახალი ამბები
კასპში ნარჩენების მართვის 5-წლიანი გეგმის შესრულებაზე მონიტორინგი განხორციელდება
დღეიდან მეგობრობის ხიდი ქართლოსი და ქართული მედია ჯგუფი იწყებს ახალ პროექტს: „სუფთა და ჯანსაღი გარემო კასპის მუნიციპალიტეტში“.

პროექტი ითვალისწინებს კასპის მუნიციპალიტეტში ნარჩენების მართვის შესრულების ხუთწლიანი გეგმის მონიტორინგს და გამოვლენილი პრობლემატური საკითხების ადვოკატირებას.

,,მეგობრობის ხიდი ქართლოსმა მორიგ წარმატებას მიაღწია, გაიმარჯვა საგრანტო კონკურსში ევროკავშირსა და საქართველოს შორის ასოცირების შეთანხმებისა და რეგიონული განვითარების საკითხების მონიტორინგი და ადვოკატირება“ - აღნიშნავენ ორგანიზაციაში.

აღნიშნული პროექტი ასვე ითვალისწინებს რაოდენობრივი და თვისებრივი კვლევის ჩატარებას კასპის მუნიციპალიტეტში.

პროექტი ხორციელდება ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით „სამოქალაქო საზოგადოების განვითარების ინიციატივა“ პროექტის ფარგლებში კონრად ადენაუერის ფონდსა და საქართველოს სტრატეგიული კვლევების და განვითარების ცენტრს შორის C-SCRDG გაფორმებული ხელშეკრულების საფუძველზე.

 

Print

სტატიის გამოყენების პირობები