ახალი ამბები
ხოვლეში 63-წლის მამაკაცი გარდაცვლილი ნახეს
კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ ხოვლეში რამდენიმესაათიანი ძებნის შემდეგ 63-წლის მამაკაცი ღია ცის ქვეშ გარდაცვლილი იპოვეს. წინასწარი ინფორმაციით, გარდაცვალების მიზეზი, ყინვა გახდა.

სოფლის წარმომადგენელი, თამაზ ხუციშვილი ამბობს, რომ სავარაუდოდ ნასვამ მდგომარეობაში მყოფმა მამაკაცმა გარეთ დაიძინა:

,,როგორც ოჯახის წევრებმა მითხრეს, ადრეც ყოფილა ასეთი შემთხვევა. თუმცა, მაშინ გადაურჩენიათ, დროულად უნახავთ და წაუყვანიათ ექიმთან. ამჯერად, ვერ მიუსწრეს" - აცხადებს სოფლის წარმომადგენილი.

შს სამინისტროს პრეს-სამსახურის ცნობით, კასპის შს სამმართველოში გამოძიება ამ ეტაპზე არ დაწყებულა. ოჯახის წევრებმა ცხედარის ექსპერტიზაზე უარი განაცხადეს.
Print

სტატიის გამოყენების პირობები