ახალი ამბები
დიცში პედაგოგებს გარემოსდაცვით საკითხებზე ტრენინგი ჩაუტარდათ
გამყოფ ხაზთან მდებარე სოფელ დიცში პედაგოგებს ტრენინგი გარემოსდაცვით საკითხებზე ჩაუტადათ. ტრენინგის სახელწოდება იყო - „გარემოსდაცვითი განათლება საგანმანათლებლო დაწესებულებებისათვის“.

მასში სოფელ დიცის, არბოს, მერეთისა და კარბის სკოლებისა და სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებების წარმომადგენლებმა მიიღეს მონაწილეობა. ტრენინგი სსიპ გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრმა ჩაატარა, რომელიც საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ეკუთვნის.

,,ვიზიტის მიზანი გამყოფი ხაზის სოფლებში არსებული საგანმანათლებლო დაწესებულების წარმომადგენლებისთვის გარემოსდაცვითი საკითხების სწავლების შესახებ ტრენინგების გამართვა იყო. ტრენინგზე შეკრებილ საზოგადოებას გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის დირექტორმა თამარ ალადაშვილმა მიმართა და გარემოსდაცვითი განათლების მნიშვნელობაზე ესაუბრა. ცენტრის დირექტორი გამყოფი ხაზის სოფლების საგანმანათლებლო დაწესებულებების წარმომადგენლებს გარემოსდაცვითი საგანმანათლებლო პროექტების განხორციელებაში დახმარებას და სამომავლო თანამშრომლობას დაპირდა. " - აღნიშნავენ სამინისტროში.

 

Print

სტატიის გამოყენების პირობები