ახალი ამბები
ვარიანის სკოლაში გათბობის სისტემა მწყობრიდან გამოვიდა
სკოლის ადმინიტრაციის წარმომადგენლის ვარაუდით, შეფერხება სავარაუდოდ, 1-დღიანი იქნება.

სოფელ ვარიანის საჯარო სკოლაში დღეს სასწავლო პროცესი ჩაიშალა. ამის მიზეზი გათბობის სისტემის მწყობრიდან გამოსვლა გახდა.

სკოლის ადმინიტრაციის წარმომადგენლის ვარაუდით, შეფერხება სავარაუდოდ, 1-დღიანი იქნება.

„ცენტრალური გათბობის სისტემა დღეს დილით გამოვიდა მწყობრიდან, საქართველოს კანონმდებლობის მიხედვით, მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ სასწავლო პროცესი შეგვეჩერებინა და ბავშვები გავუშვით სახლში. შესაბამისი სამსახურები გამოვიძახეთ და მიმდინარეობს შეკეთბა. ხოლო დღეის მაგივრად სწავლა ჩატარდება შაბათს“ - განაცხადა ვარიანის სკოლის დირექტორმა ქეთევან მეგრელიშვილმა.

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, მიმდინარე კვირას ჰაერის მკვეთრად დაბალი ,,-6" ,,-8" ტემპერატურა შენარჩუნდება.

 

Print

სტატიის გამოყენების პირობები