ახალი ამბები
გოსტიბე-ცხავერის გზაზე გაწმენდითი სამუშაოები მიმდინარეობს
კასპის მუნიციპალიტეტის სოფლების, გოსტიბესა და ცხავერის მიმართულებით, სატრანსპორტო საშუალებების მოძრაობა შეზღუდულია. გზის გარკვეულ მონაკვეთებზე, თოვლის საფარის სისქე ზღვრულ ნორმას აღემატება.

გზის გაწმენდის მიზნით, მერიამ დღეს დილით ტექნიკა გაგზავნა. ადგილობრივი მკვიდრის, ვალერი ბარნოვის მიერ გადაღებულ ფოტოებზე, სწორედ, გაწმენდითი სამუშაოებია აღბეჭდილი.

სოფელი გოსტიბე ზღვის დონიდან 1550 მეტრზე მდებარეობს. 2014 წლის აღწერის მიხედვით, დასახლებაში 18 ადამიანი ცხოვრობს. რაც შეეხება ცხავერს, აქ ამავე პერიოდის მონაცემებით, 28 ადამიანია რეგისტრირებული.

Print

სტატიის გამოყენების პირობები