ახალი ამბები
გორის მერია: ,,ოხერას უბანში წყალი მოსახლეობას ვიღაცამ შეგნებულად გადაუკეტა"
დღეს, გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ხიდისთავში, კერძოდ, ოხერას უბანში საპროტესტო აქცია გაიმართა. ამ ფაქტთან დაკავშირებით, გორის მერიამ განცხადება გაავრცელა.

მერის განცხადებით, სასმწლი წყლის ავზთან დამონტაჟებული ურდული შეგნებულად იყო დაკეტილი:

,,ეს არ არის ისეთი ადგილი, რომ ნებისმიერ ადამიანს შეეძლოს მისვლა, დაკეტვა ან გაღება. საკმაოდ, მიუვალ ადგილზეა. სამწუხაროდ, აღმოჩნდა, რომ ურუდული შეგნებულად იყო დაკეტილი. მივიდნენ სპეციალისტები და ადგილზე ნახეს ეს სიტუაცია. გახსნეს ურდული და წყალი წამოვიდა. ზოგადად, ოხერას უბანს სასმელი წყლის პრობლემა არ აქვს, უბრალოდ, დებეტის სიმცირის გამო, საკმარისი რაოდენობა არ მიდის." - განაცხადეს გორის მერიაში.

საპროტესტო აქციის მონაწილეები ამბობენ, რომ ოხერას უბანში წყალი ორი დღეა დაწყდა. აღნიშნული უბანი სოფლის განაპირას მდებარეობს.

გორის მერის პრეს-სამსახურის წარმომადგენელი აცხადებს იმასაც, რომ ამ ეტაპზე დაიწყება სოფლის შიდა ქსელის რეაბილიტაცია:

,,სატენდერო დოკუმენტაციის წარმოების პროცესი უკვე დასრულების ფაზაშია. თითქმის 2 მლნ ლარამდე თანხაა გათვალისწინებული ხიდისთავისთვის. მოხდება შიდა ქსელის რეაბილიტაცია, რომლის დასრულების შემდეგ, უფრო გაუმჯობესდება სიტუაცია" - ამბობს მერის პრეს-სამსახურის წარმომადგენელი.

სოფელი ხიდისთავი საკმაოდ დიდი დასახლებაა. ის რამდენიმე უბნისგან (ოხერა, ჩინეთის უბანი, ცენტრი) შედგება.
Print

სტატიის გამოყენების პირობები