ახალი ამბები
ვარიანისა და გორის მე-10 სკოლებში გაკვეთილები არ ტარდება
გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ვარიანსა და გორის მე-10 საჯარო სკოლებში დღეს საგაკვეთილო პროცესი არ მიმდინარეობს. ამის მიზეზი გათბობის სისტემის გაუმართაობა გახდა.

ვარიანის სკოლაში გათბობის სისტემა გუშინ, ხოლო მეათე სკოლაში დღეს გამოვიდა მწყობრიდან.

,,მეათე სკოლაში დროულად კი გააკეთეს სისტემა, მაგრამ პროცესი მაინც არ გაგრძელდა. სანაცვლოდ, გაკვეთილები შაბათ დღეს ჩატარდება." - აცხადებს გორის რესურსცენტრის უფროსი ნანა ტერმაკოზაშვილი.

რაც შეეხება სხვა სკოლებს, ყველაგან პროცესი შეუფერხებლად მიმდინარეობს:

,,მხოლოდ ბერბუკის სკოლაში შემცირდა გაკვეთილების ხანგძრლივობა" - განმარტავს რესურსცენტრის უფროსი.
Print

სტატიის გამოყენების პირობები