ახალი ამბები
გორში ,,ლელოს" ოფისი გაიხსნა
დღეს გორში მოძრაობა ,,ლელომ" ოფისი გახსნა.



მოძრაობის ლიდერმა ადგილობრივ მხარდამჭერებს რეგიონალური ორგანიზაციის ხელმძღვანელი წარუდგინა. გორის ოფისს პაპუნა კობერიძე უხელმძღვანელებს.

მამუკა ხაზარაძის თქმით, ადგილობრივი ორგანიზაციის 12 ლიდერი მოგვიანებით გახდება ცნობილი.

პაპუნა კობერიძე წლებია ეროვნული ფორუმის გორის ორგანიზაციის ლიდერი იყო. 2012 წლის საპარლამენტო არჩევნებში კოალიცია ,,ქართული ოცნების" გამარჯვების შემდეგ, გორის მუნიციპალიტეტის საკრებულომ მუნიციპალიტეტის გამგებლად აირჩია.

2017 წელს კი, ,,შენების მოძრაობის" ადგილობრივ ორგანიზაციას ედგა სათავეში. 2018 წლის თვითმმართველობის არჩევნებზე საკრებულოს წევრი გახდა.


 

Print

სტატიის გამოყენების პირობები