ახალი ამბები
გორში მწერალ გიორგი მახარობლიძის მემორიალური დაფა გაიხსნება
გორში, 18 თებერვალს მწერალ გიორგი მახარობლიძის 60 წლისადმი მიძღვნილი ღონისძიებები გაიმართება.

მწერალი 2017 წლის 31 იანვარს ხანგრძლივი ავადმყოფობის შედეგად, 56 წლის ასაკში გარდაიცვალა.

11:00 საათზე მისი სახელობის მემორიალური დაფა გაიხსნება გორში, დ. გურამიშვილის 102-ში.

13:00 საათზე მწერლის საფლავს ყვავილებით შეამკობენ.

17:00 საათზე კი, ერისთავის თეატრის მცირე დარბაზში მწერლის საიუბილეო საღამო გაიმართება.

ღონისძიებების ორგანიზატორია გორის მუნიციპალიტეტის კულტურისა და ტურიზმის განვითარების ხელშეწყობის სააგენტოს მწერალთა სახლი.

 

Print

სტატიის გამოყენების პირობები