ახალი ამბები
კასპის მერია 5 სტუდენტს ტარიელ შარიფაშვილის სახელობის სტიპენდიას დაუნიშნავს
კასპის მერიამ აფხაზეთის ომში დაღუპული ტარიელ შარიფაშვილის სახელობის სტიპენდია დააწესა. სტიპენდია ენიჭება მუნიციპალიტეტში მცხოვრებ 5 წარჩინებულ სტუდენტს ერთი სასწავლო სემესტრის ვადით.

,,სტიპენდიის დაწესების მიზანია მუნიციპალიტეტში მცხოვრები წარჩინებულ სტუდენტთა წახალისება." - აცხადებენ მერიაში.

სტიპენდია ყოველი სასწავლო სემესტრის დასაწყისში გაიცემა წინა სასწავლო სემესტრის შედეგების გათვალისწინებით, შერჩევის საფუძველზე. აღნიშნული სტიპენდიის ობიექტურად განაწილების მიზნით მერის ბრძანებით იქმნება სტიპენდიის გამანწილებელი სამუშაო ჯგუფი. შეფასებას ექვემდებარება ის საგნები, რომლებშიც სტუდენტს მიღებული აქვს 91-100 ქულამდე.

სტუდენტი შეფასდება მითითებულ საგნებში მიღებული ქულების შეკრებით და საშუალო არითმეტიკულის გამოყვანით, აღნიშნული პრინციპის მიხედვით რომელ სტუდენტსაც ექნება უმაღლესი ქულა, მას დაენიშნება სტიპენდია.

სტიპენდია გაიცემა შესაბამისი სასწავლო სემესტრის განმავლობაში კერძოდ: მარტი-აგვისტო, სექტემბერი-თებერვალი, თითოეულ სტუდენტზე თვეში 500 (ხუთასი) ლარის ოდენობით.

მუნიციპალიტეტში სტიპენდიის მისაღებად წარმოსადგენი დოკუმენტებია . ცნობა საცხოვრებელი ადგილიდან; ცნობა უმაღლესი სასწავლებლიდან ქულების რაოდენობის შესახებ;. პირადობის მოწმობის ასლი.

სტუდენტებმა საბუთები უნდა წარმოადგინონ კასპის მუნიციპალიტეტის მერიაში 15 თებერვლიდან - 01 მარტის ჩათვლით ან/და 15 ივლისიდან - 01 სექტემბრის ჩათვლი
Print

სტატიის გამოყენების პირობები