ახალი ამბები
გორის სამხატვრო სკოლა ანგელინა დამენიასა და გელა ფილაურის გამოფენას მასპინძლობს


გორის სამხატვრო სკოლა ანგელინა დამენიასა და გელა ფილაურის პერსონალურ გამოფენას მასპინძლობს. გამოფენა 12 თებერვალს გაიხსნა და 21 თებერვლამდე გაგრძელდება.

ფილაური სამხატვრო სკოლაში სწავლობდა. მის გამოფენაზე პირველი პედაგოგი გულიკო ჩიტაძე ყვავილებით მივიდა. ქალბატონმა გულიკომ ყვავილები გელა ფილაურის მეუღლეს გადასცა.

საფრანგეთში, ქალაქ ლიონში, საერთაშორისო კონკურსზე, რომლის სახელწოდებაა ,,Circle Foundation for the Arts", ანგელინა დამენისა და გელა ფილაურს ჯილდოები გადაეცათ. 668 კონკურსანტს შორის, მათმა ნამუშევრებმა უმაღლესი შეფასება დაიმსახურა.

გელა ფილაური წარმოშობით გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვახვრელიდანაა. ლიონში მიღებული წარმატების შემდეგ, მათი ნამუშევრების ნახვა გორშიც გახდება შესაძლებელი.

კერძოდ, 12-21 თებერვალს, ანა ფერაძის სახელობის სამხატვრო სკოლის ფოიეში მათი ერთობლივი, პერსონალური გამოფენა გაიმართება.

,,დიაპაზონი - კლასიკიდან მოდერნამდე" - ასე ქვია გამოფენას, რომლის ჩატარების თარიღი სამხატვრო სკოლის ადმინისტრაციამ უკვე გამოაცხადა.

გასულ წელს, 2019 წლის ოქტომბერში, ანგელინასა და გელას ნახატები ვატიკანში, ,,საიდუმლო სერობის" 500-წლიან იუბილეზე გამოფინეს. ,,ნეტგაზეთი" წერდა, რომ ისინი პირველი მხატვრები არიან საქართველოდან, რომლის ნამუშევრები ვატიკანში გამოფინეს.

გელა ფილაური მეუღლესთან, ანჟელინა დამენიასთან ერთად, გამოფენებს თითქმის ყოველწლიურად აწყობს. 2019 წლის იანვარში მათ მონაწილეობას მიიღებს საერთაშორისო გამოფენა-კონკურსზე, სახელწოდებით ,,ხელოვნების კვირეული ისრაელში". მხატვრებისთვის საკმაოდ ნაყოფიერი აღმოჩნდა 2018 წელი. მათი ნამუშევრები მედია არტ ბიენალეზე გამოფინეს, 2018 წლის 5-6 მარტს კი ,,არტ პროექტი ნიუ-იორკ"-ის მონაწილეები იყვნენ. 9 ივლისიდან 13 ივლისამდე კი რომში სანტა კროჩეს სასახლემ უმასპინძლა. 25 ივლისს აშშ-ში არიზონას შტატში გამოფენა-კონკურსში ,,ლურჯი აბსტრაქცია" მიიღეს მონაწილეობა.



 

Print

სტატიის გამოყენების პირობები